მთავარი ციტატა

“დეა მთლად გამართულად არ ამბობს, რომ თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა” – ელისო კილაძე

“დეა მთლად გამართულად არ ამბობს, რომ თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. ამ სიცოცხლით სავსე და მომავალზე ორიენტირებულ გოგოს არ მესმის, თავი რატომ უნდა მოეკლა. ჩვენ სხვა ტიპის საგამოძიებო ქმედებებში გადავდივართ ახლა, როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი დაკავშირებოდა თამარ ბაჩალიაშვილის ან მკვლელობას ან თვითმკვლელობას”

ელისო კილაძე, ჟურნალისტი

ამის შესახებ კილაძემ “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

გარ­დაც­ვლი­ლი თამარ ბაჩალიაშვილის მე­გობ­რის, დეა კა­პა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 23 წლის ახალგაზრდა ქალს არა ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძე, არა­მედ სხვა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და. ამის შესახებ დეა კა­პა­ნა­ძემ ჟურ­ნა­ლისტ ელი­სო კი­ლა­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა.

შეგახსენებთ, დღეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაიწყება.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....