aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ!” – კალაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოფნისას განაცხადა.

კალაძის თქმით, ოკუპაცია ყველაზე დიდი ბოროტებაა, რასაც საქართველო არასდროს შეეგუება.

„ჩვენი ქვეყნისთვის საშინელი დღეებიდან 12 წელი გავიდა, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების გარდაცვალება, ტერიტორიების დაკარგვა მოჰყვა. ოკუპაცია ყველაზე დიდი ბოროტებაა და ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვებრძოლოთ ოკიუპაციას, უნდა ვებრძოლოთ განათლებით, ეკონომიკური განვითარებითა და წინსვლით. ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

იტვირთბა....