“მშვიდობა და მშვიდობიანი ქმედებები, მშვიდობიანი პოლიტიკა, გონივრული პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს განვითარება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუხათგვერდის სასაფლაოზე ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა.
გახარიას თქმით, 2008 წელს საქართველოში რუსეთის ჯარი ვლადიმერ პუტინის დავალებით შემოიჭრა.
“მშვიდობა ნებისმიერი განვითარების უპირობო და აუცილებელი პირობაა. რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინდელი რუსეთის ხელისუფლების, მათ შორის, ვლადიმერ პუტინის დავალებით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.