ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ეროვნულმა ბანკმა ლარის ხვალინდელი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

სებ-ის ცნობით, 8 აგვისტოსთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით გაუფასურდა.

1 აშშ დოლარი ხვალ 3.0758 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.0737 ლარი ღირდა.

ხოლო, შედარებით გამყარდა  ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.6356 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6402 ლარი იყო.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 8 აგვისტოსთვის ამოქმედდება.

იტვირთბა....