კომპანია „ზეგ“-ის ადვოკატის, ქეთი მირიანაშვილის თქმით, განცხადებები, რომლებიც ბოლო პერიოდში „ზეგ“-ის მისამართით კეთდება, კომპანიის იმიჯს რეპუტაციულად აზარალებს. ამის შესახებ მან „პრაიმტაიმს” განუცხადა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, კომპანია ბაჩანა ლობჟანიძეს სასამართლოში უჩივლბს.
„ვინც გააჟღერებს კომპანია „ზეგ“-ის სახელს ბავშვთა პორნოგრაფიის თემასთან დაკავშირებით ვუჩივლებთ, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ტელევიზია, სახელმწიფო ორგანოები თუ კერძო ფიზიკური პირები. ვინც უკვე გააჟღერა თუ ვინც გააჟღერებს და გააგრძელებს ამაზე საუბარს. დაწყებული ბაჩანა ლობჟანიძიდან. უკვე ყველანაირი ზღვარგადასული რეპუტაციის შელახვა და ზიანის მომყენებელი არის ეს კომპანიისთვის. ამასთან დაკავშირებით გაჩერებას არ ვაპირებთ“ – განაცხადა ქეთი მირიანაშვილმა.
ცნობისათვის: კომპანია “ზეგ”-ის დირექტორის თამარ კობერიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. მის საცხოვრებელ სახლთან ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელები არიან მობილიზებულები.
ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გარდაცვლილის “შეყვარებულს” სახელით გამოჩნდა, აცხადებს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება. მისი თქმით, კომპანია “ზეგ” მალავს რეალურ საქმიანობას.