ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გრძელდება ბაჩანას გამოძიება: არის თუ არა თავად ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები”

“გრძელდება ბაჩანას გამოძიება. შემოვიდნენ პირად ჩხრეკაზე. ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ და რა უნდათ კიდევ, არ ვიცი. ეს საგამოძიებო მოქმედებები არის ბაჩანას გამოძიება. მაქვს კითხვა საგამოძიებო ორგანოსთან – არის თუ არა თავად ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მიმდინარეობს თუ არა შესაბამისი გამოძიებები. კობერიძის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები კომპანია “ზეგ”-ის სხვა თანამშრომლების სახლშიც მიმდინარეობს. რა კავშირში შეიძლება იყოს პირადი სახლის ჩხრეკა და რას ეძებენ და რა სურთ არ ვიცი.”

ქეთევან მირიანაშვილი – კომპანია “ზეგ”-ის იურისტი.

ცნობისათვის: კომპანია “ზეგ”-ის დირექტორის თამარ კობერიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. მის საცხოვრებელ სახლთან ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელები არიან მობილიზებულები.

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გარდაცვლილის “შეყვარებულს” სახელით გამოჩნდა, აცხადებს, რომ  ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება. მისი თქმით, კომპანია “ზეგ” მალავს რეალურ საქმიანობას. 

იტვირთბა....