ახალი ამბები მთავარი ციტატა

“შსს ლაქის მიყენების გარდა არაფერს აკეთებს, ირაკლი შოთაძეს ვენდობი” – ბაჩალიაშვილის მამა

“როგორც საქმე მიმდინარეობს ქვემო-ქართლის სამმართველოში, ისევ განმეორდა ის სიტუაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში, ლაქის მიყენების გარდა არაფერი არ არის. ამიტომ გადავწყვიტეთ რომ პროკურატურას მივმართოთ. ირაკლი შოთაძემ გუშინ მიგვიღო, გულთან მიიტანა ყველა ჩვენი ტკივილი და სიტყვა მოგცა, რომ ეს საქმე მისი ზედამხედველობის ქვეშ იქნება და ბოლომდე დააკვირდება, რომ მალე გამოიძიოს ეს საქმე და სიმართლე დამტკიცდეს. მე მას ვენდობი.”

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მამა

შეგახსენებთ, გუშინ, 6 აგვისტოს ბაჩალიაშილის ოჯახი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....