ლევან სამუშია პარტია “ლელოს” შეუერთდა. ამის შესახებ პარტიის დამფუძნებელმა მაუკა ხაზარაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ლევან სამუშია არის კვალიფიციური იურისტი და მას სწორი ხედვები გააჩნია.
შეგახსენებთ, ლევან სამუშია აქამდე პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი იყო, რომელმაც პოლიტიკური გაერთიანება 3 აგვისტოს დატოვა.