ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნუ სპეკულირებთ მიცვალებულით და ნუ ცდილობთ ამით პოლიტიკური ქულების დაწერას” – ბაჩალიაშვილის ბებია

23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, თამარ ბაჩალიაშვილის ბებია რიტა ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

დაღუპულის ბებია მოუწოდებს პარტიებს, რომ ბაჩალიაშვილის საქმით პოლიტიკური ქულების დაწერა არ ეცადონ.

“მე, რიტა ზურაბაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ბებია, 5 წელია, რაც აღარ ვარ ნინო ბურჯანაძის პარტიის გულშემატკივარი.

მას შემდეგ, რაც წამოვედი პარტიიდან, მაშინ არ დაინტერესებულხართ ჩემით, ახლა კი, როცა მიცვალებულზე მიტინგი ჩამიტარეთ ეკლესიის ეზოში, ახლა დგახართ ჩემ გვერდით?!

ძალიან გთხოვთ, ნუ სპეკულირებთ მიცვალებულით და ნუ ცდილობთ ამით პოლიტიკური ქულების დაწერას და ნურც ტელევიზიით გამოდიხართ! შალვა ნათელაშვილს ძალიან გაუჭირდა, გასვენებებში დადის მიტინგით, საარჩევნოდ ხმას აგროვებს. სირცხვილი თქვენ გარეწრებო”, – წერს რიტა ზურაბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....