ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ბაჩალიაშვილის Fb-გვერდის გაუქმებამდე, მისი პროფილის ფოტო იყო შეცვლილი” – “ზეგ-ის” დირექტორი

“ჩვენი ერთერთი პოზიტიური საუბარი ფეისბუქზე მინდოდა, რომ ამოეღო გამოძიებას. რომ შევედით სანახავად, გამქრალი იყო მისი ფეისბუქი და Personal Blog-ი ეწერა, ასევე, მისი პროფილის ფოტო იყო შეცვლილი რამდენიმე საათით ადრე. შემდგომ საერთოდ გაქრა და უბრალოდ შევძელით, მესიჯები დაგვენახა.”

თამარ კობერიძე – კომპანია “ზეგ-ის” დირექტორი

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....