ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ 23 წლის პროგრამისტის შეყვარებული იყო “მთავარ არხთან” საუბრისას არ გამორიცხავს, რომ გარდაცვლილი გოგოს ლეპტოპიდან სხვას მოეძიებინა ინფორმაცია თვითმკვლელობის შესახებ.
მისივე თქმით, შეიძლება სხვა კომპიუტერიდან მოხდა თამარის ბრაუზერში შეღწევა.
“თუ ეს ინფორმაცია ამოღებულია თამარის ლეპტოპის ბრაუზერის ისტორიიდან, ჩვენ არ გვაქვს იმის გარანტია, რომ ეს თამარის აკრეფილია და მის მიერ მოხდა ამ ინფორმაციის მოძიება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ამ ინფორმაციის დადასტურება მოხდეს, გვჭირდება თამარის გუგლის ანგარიში ანუ მისი პაროლი. პაროლის შეცვლა შეიძლება მისი მობილურის საშუალებით. ბრაუზერის ისტორია არ ადასტურებს, რომ მე ამა და ამ წამს შევიყვანე რაღაც ტექსტი, იქნებ სხვა დროს არის შეყვანილი ან სხვამ შეიყვანა? შეიძლება სხვა კომპიუტერიდან მოხდა თამარის ბრაუზერში შეღწევა”, – განაცხადა ლობჟანიძემ.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.