“მინდოდა გამეკეთებინა კომენტარი გახარიას ამ განცხადებაზე, რომელიც არის ქარიშხალი ჭიქაში. გახარიას ახასიათებს ასეთი განცხადებები. მაგალითად, გომელაურს შენიშვნა რომ მისცა, ჩქარა იმოქმედთო. ეს არის ქარიშხალი ჭიქაში. ანუ, არაფრისმთქმელი განცხადებები და ფეხების ბაკუნი. სინამდვილეში ვინ გააკეთა მართლმსაჯულების დელიგიტიმაცია და დასამარება? – ამ ხელისუფლებამ. ამ ხელისუფლებამ სასამართლოს სახედ წარმოაჩინა ადამიანები, რომლებიც მოსახლეობის უმეტესობას ახსოვს რეპრესიული გადაწყვეტილებებით.”
ანა დოლიძე – მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი
ამის შესახებ დოლიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიას თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს გამოძიების დასრულების შემდეგ შეხვდება.