aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ადამიანი უნდა იყოს დასაქმებული და არა მუდმივად მათხოვრულად ვიღაცისგან ფულის გადაგდების იმედზე”- გია ხუხაშვილი

“სოციალური დახმარება თავისთავად კარგია, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს მოსახლეობას კიდევ უფრო გააღარიბებს. საერთოდ, როდესაც ეკონომიკის ზრდის მაგივრად გაქვს ვარდნა და ამ დროს შენ სოციალურ ხარჯებს ზრდი, ეს საბოლოოდ სერიოზულ ინფლაციურ პროცესებს გამოიწვევს, ანუ ძვირდება ფასები და იგივე ადამიანებს შემდეგ უძვირდებათ ცხოვრება. ერთი შეხედვით, თითქოს ეხმარები, მეორეს მხრივ, მათ შემოსავლებს მყიდველობით უნარს აკლებ და შესაბამისად, მას კიდევ უფრო აღარიბებ. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ასეთი სულელური თამაში გამოდის. დამიანებს მუდმივად ფულს კი არ სთავაზობდნენ, რომელსაც შეჭამს, როცა მოშივდება, არამედ დასაქმებული იყოს, ჰქონდეს ღირსეული შემოსავალი და თვითონ წვეტდეს თავის სოციალურ პრობლემებს და არა ისე მუდმივად მათხოვრულად ვიღაცისგან ფულის გადაგდების იმედზე იყო.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი

აღნიშნულით ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი  “მეტრონომთან” სახელმწიფოს მიერ ახალი სოციალური დახმარების გამოყოფას  აფასებს.

ხუხაშვილის თქმითვე, ერთჯერადი დახმარება მოქალაქეებს შედარებით ცხოვრებას გაუადვილებს, მაგრამ სამომავლოდ ეს კურსის ინფლაციას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ, ცხოვრებას კიდევ უფრო მეტად გააძვირებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო მოქალაქეებს ახალი სოციალური პაკეტის ფარგლებში ფინანსურად დახმარებას გაუწევს. დახმარების პაკეტი დღეს მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას წარუდგინა.

იტვირთბა....