მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო მოქალაქეებს ახალი სოციალური პაკეტის ფარგლებში ფინანსურად დახმარებას გაუწევს. დახმარების პაკეტი დღეს მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას წარუდგინა. ახალი პაკეტის ფარგლებში, 17 წლის ჩათვლით მოქალაქეები 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლის გადასახადი დაუფინანსდებათ, ამასთან, სახელმწიფო იმ თვითდასაქმებულებს, რომლებმაც დამადასტურებელი ცნობა ვერ წარადგინეს, ერთჯერად 300 ლარს მაინც ჩაურიცხავს და მოქაალქეებს ზამთრის თვეების კომუნალურ გადასახადებს დაუფარავს.
“მეტრონომი” დაინტერესდა, რა თანხაა გამოყოფილი აღნიშნული დახმარების პაკეტისთვის და საიდან ხდება თანხის მობილიზება. ასევე, რა პრინციპით გაიცემა დახმარება თვითდასაქმებულებზე და როგორ მოხდება მათი შერჩევა. ამ კითხვებით “მეტრონომმა” მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, დახმარების პაკეტისთვის მთლიანობაში 485 მილიონი ლარია გამოყოფილი, აქედან 130 ილიონი ლარი გამოყენებული იქნება StopCoV ფონდიდან, სადაც 100 მილონი ლარი ბიძინა ივანიშვილმა შემოწირულობის სახით კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ გადარიცხა.
“დახმარებებისთვის გამოყოფილია 485 მილიონი ლარი. ამჟამად StopCoV -ში 130 მილლიონი ლარია, ეს ფული არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის შემოწირულობა, რომელიც ბავშვთა დახმარების ნაწილში იქნება გამოყენებული. რაც შეეხება დახმარებებს, თვითდასაქმებულებიდან ისინი მიიღებენ ერთჯერად 300 ლარს, ვინც თავის დროზე დარეგისტრირდა პლადფორმაზე და დამადასტურებელი ცნობა ვერ წარადგინა,”- განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.
კითხვაზე, 200-ლარიან დახმარებას 17 წლის ჩათვლით ყველა მოქალაქე მიიღებს თუ ამ კატეგორიიდან გარკვეული პრინციპით შეირჩევიან მოქალაქეები, მთავრობის ადმინისრაციის ინფორმაციით, ამ სახის დახმარებას 17 წლის ჩათვლით ყველა მოქალაქე მიირებს.
“17 წლის ჩათვლით იგულისხმება ყველა მოქალაქე. ანუ, აბსოლუტურად ყველა მოქალაქე მიიღებს ამ 200 ლარიან დახმარებას,”- დაგვიდასტურეს მტავრობის ადმინისტრაციაში.
ამასთან, ადმინისტრაციის ცნობით, დახმარებების მისაღებად მოქალაქეებმა განაცხადები უნდა შეავსონ, ხოლო, სად და რა სახის განაცხადების წარდგენა მოუწევთ, ამას მთავრობა რამდენიმე კვირაში დააანონსებს.
ინფორმაციისთვის, კერძოდ, მოსახლეობას კომუნალური ხარჯები დაუსუბსიდირდება ზამთრის თვეებში – ნოემბერში, დეკემბერში, იანვარში და თებერვალში. თითოეულ აბონენტს, რომელიც მოიხმარს 200 კვტ/სთ-მდე დენს და 200 მ³-მდე გაზს კომუნალურ ხარჯს სახელმწიფო დაუფარავს.
თვითდასაქმებულებს, რომელთაც რეგისტრაციის გავლის დროს ვერ წარადგინეს დასაქმების დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია, სექტემბრამდე სახელმწიფო მაინც მისცემს 300 ლარიან დახმარებას.
150 000 სოციალურ ქულამდე მყოფ სტუდენტებს სახელმწიფო ნახევარი წლის სწავლის საფასურს დაუფინანსებს, ხოლო 150 000 სოციალურ ქულამდე მყოფ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, რომელთაც სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეუჩერდათ, სახელმწიფო დაუფინანსებს 1 წლის სწავლის საფასურს სრულად. ამასთან, 17 წლის ჩათვლით თითოეული მქალაქე ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს.
შეგახსენებთ, StopCoV ფონდი კორონავირუსთან დაკავშირებით შეიქმნა, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ ვირუსის გავრცელების პრევეციის მიზნით მათთვის სასურველი რაოდენობის თანხა გადარიცხონ. 9 აპრილს, აღნიშნულ ფონდში კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილმა ჩარიცხა.
თათია შაიშმელაშვილი