“ვიდეო, რომელიც მან თქვენი არხის მეშვეობით გაავრცელა, მე ძალიან ხელოვნურად გადაღებული მეჩვენება და ვინ იღებს, ესეც ნამდვილად საინტერესოა… მე მგონია, რომ ის დანიშნულია თამუნა ბაჩალიაშვილის შეყვარებულის როლზე.”
ელისო კილაძე – ჟურნალისტი
ამის შესახებ კილაძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ბაჩანა ლობჟანიძეს არ ენდობა და არ სჯერა, რომ ის მისი შვილის შეყვარებული იყო.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.