ახალი ამბები მთავარი ციტატა

“2010 წლის პოსტის თვითმკვლელობის ირიბ მტკიცებულებად გამოყენება ახალ კითხვებს აჩენს” – ხუხაშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე

“თინეიჯერულ ასაკში ბავშვების უმრავლესობას ერთხელ მაინც “განსაკუთრებული ტრაგიზმით უფიქრია თვითმკვლელობაზე”. ამიტომ, მისი 2010 წლის პოსტის თვითმკვლელობის ირიბ მტკიცებულებად გამოყენება არა მხოლოდ ამორალური და უკანონოა, არამედ ახალ კითხვებს აჩენს, იმათშიც კი, ვისაც თავიდან ჯეროდა თვითმკვლელობის ვერსიის.”

გია ხუხაშვილი – ექსპერტი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....