aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გამოძიების დისკრედიტაცია” – ბაჩალიაშვილის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ. ბოტები ცდილობენ საზოგადოების აზრზე ზეგავლენის მოხდენას და გამოძიების დისკრედიტაციას.

შსს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გუშინ, 5 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას მიაწოდა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე განცხადების გამოქვეყნებისთანავე, ე.წ. „ბოტები“ გააქტიურდნენ. კერძოდ, ე.წ. „ბოტები“ გამოხატავდნენ გაბრაზების რეაქციებს გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე. ამ დროის მონაცემებით, სულ დაფიქსირებულია 700-მდე ე.წ. „ბოტის“ აქტიურობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე გუშინ დაფიქსირებულ ე.წ. “ბოტებს“ საცხოვრებელ ადგილად ძირითადად მითითებული აქვთ ინდოეთი და აზიის სხვა ქვეყნები. მათ შორის არიან, მაგალითად: „იტზ ვაიშუ პატილ”, “სანჯუ საჯი”, “რაუს პალ” და სხვა.

გარკვეული ჯგუფები საკუთარი ინტერესების გამო, ე.წ. „ბოტების“ გამოყენებით ცდილობენ საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენას და გამოძიების მიმდინარეობის დისკრედიტაციას“. – ნათქვამია გნცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....