ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“თამარმა სამჯერ სცადა სუიციდი” – ბაჩალიაშვილის მეგობარი კონკრეტულ მიზეზზე საუბრობს

ბაჩანა ლობჟანიძის განცხადებით, წარსულში თამარ ბაჩალიაშვილს თვითმკვლელობის მცდელობა 3-ჯერ ჰქონდა. ამის შესახებ 23 წლის ახალგაზრდა ქალის მეგობარი “პრაიმტაიმს” ყვება. მისი თქმით, ამის მტკიცებულებად არსებობს ბაჩალიაშვილის დაქალთან, დეა კაპანაძესთან მიმოწერა. ლობჟანიძე ამტკიცებს, რომ მას ამის შესახებ სწორედ თამარის უახლოესმა მეგობარმა, დეა კაპანაძემ უამბო.

როგორც ლობჟანიძე ყვება, სუიციდის მცდელობები ოჯახში არსებულ კონფლიტს უკავშირდებოდა.

„ბევრ რამეზე ვისაუბრეთ მე და დეამ, მათ შორის იყო ის, რომ თამარმა სამჯერ სცადა სუიციდი, უნივერსიტეტამდე, არ ვიცი ზუსტად. ვიღაცამ დაინახა, ახლობელმა ალბათ. ეს თემა ეხებოდა კონფლიქტს ოჯახში, მაგას მოჰყვა გვამის თემა, „ვერც იპოვით ჩემს ცხედარს ისე გადავიკარგებიო“, უთქვამს მშობლებისთვის“ – განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....