aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მავნე ნივთიერებებმა, შესაძლოა, საფრთხე განსაკუთრებით ბავშვებსა და მოხუცებს შეუქმნას – ბეირუთში აფეთქების შემდეგ ჰაერი მომწამვლელი გახდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლიბანში, ბეირუთის პორტთან აფეთქებამ და ხანძარმა ჰაერში გაზებისა და ნაწილაკების გაფრქვევა გამოიწვია. ამის შესახებ ორგანიზაცია Green Peace-ის წარმომადგენლები საუბრობენ. მათი თქმით, მავნე ნივთიერებებმა, შესაძლოა, საფრთხე განსაკუთრებით ბავშვებისა და მოხუცებისთვის ჯანმრთელობას შეუქმნას. ორაგნიზაციის წარმომადგენლები მოსახლეობას აფრთხილებენ, თავის დასაცავად რესპირატორული ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებენ.

აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა. დაშავებულია 5 ათასამდე პირი. დაკარგულად ითვლება ასობით ადგილობრივი. მედიის ინფორმაციით, აფეთქების გამო 300 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია. “ბიბისის” ინფორმაციით, ბეირუთის აფეთქება ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი არაბირთვული აფეთქება იყო მსოფლიოში.

იტვირთბა....