23 წლის დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ პროგრამისტის კომპიუტერში წაშლილია ყველაფერი და მისი თქმით, ეს არის მიმართება და გზა იქითკენ, რომ ამათ გადაწყვეტილი აქვთ, არ გამოიძიონ საქმე.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, რომ არანაირი გამოძიება არ ჩატარდეს.
“მთელი ლეპტოპი არის აბსოლუტურად გაუბედურებული. წაშლილია ყველაფერი და ეს არის მიმართება და გზა იქითკენ, რომ ამათ გადაწყვეტილი აქვთ, არ გამოიძიონ საქმე და პირდაპირ ამყარებს ინფორმაციას, რომ ხელს აფარებენ ამ ბავშვის მიერ იმ ინფორმაციის ფლობას და მკვლელობას, რაც მის მიმართ იქნა გამოყენებული. გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, რომ არანაირი გამოძიება არ ჩატარდეს, არანაირი ჯგუფი არ გამოვლინდეს, ვინც მკვლელობა ჩაიდინა და აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, რომ თვითმკვლელობის იქით არაფერს გამოიძიებენ. მივმართავ გენერალურ პროკურორს. თუ მორალური, ზნეობრივი და ადამიანური თვისების ერთი მარცვალი მაინც აქვთ დარჩენილი, მიიღონ გადაწყვეტილება.
მას შემდეგ რაც FBI-ის ჩართვა მოვითხოვეთ, ვითომდა შსს მზად იყო. რომ მოვითხოვეთ, თუ რა წერილი გაუგზავნეს ამერიკის საელჩოს, მუშაობის რა არეალი იქნებოდა, წერილი არ უჩვენებიათ”, – განაცხადა რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.