ახალი ამბები მთავარი სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი 14:00 სთ-ზე ირაკლი შოთაძეს შეხვდებიან

დაღუპული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი 14:00 საათზე, გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....