ახალი ამბები მთავარი სამართალი

რატომ დაკითხეს თამარ ბაჩალიაშვილი 2011 წელს – რას წერს დაღუპული ჩვენებაში

მედიაში გავრცელებული არაერთი ვერსიის მიუხედავად, კვლავ პასუხგაუცემელია კითხვა: რა გახდა 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დაღუპვის მიზეზი?

აქამდე არსებული ფაქტებიდან გამომდინარე, ბაჩალიაშვილის საქმე ისევ ბურუსით არის მოცული.

საზოგადოებაში ამ დრომდე ვრცელდება ინფორმაციები გარდაცვლილი პროგრამისტის სამსახურის, პირადი ცხოვრების თუ ოჯახში არსებული მდგომარეობის შესახებ.

სწორედ გუშინ გავრცელებული ერთ-ერთი დოკუმენტით ირკვევა, რომ სავარაუდოდ 9 წლის წინ თამარ ბაჩალიაშვილს სამართალდამცველებისთვის ჩვენების მიცემა მოუწია. საქმე ეხება ოჯახში არსებულ კონფლიქტს. კონკრეტულად კი, ბაჩალიაშვილის მამის მხრიდან მეუღლეზე ძალადობის ფაქტს. რასაც, ჯუმბერ ბაჩალიაშვილზე ბრალის წარდგენა და შემდგომ გირაოს სახით გათავისუფლება მოჰყვა.

როგორც გარდაცვლილი 2011 წლით დათარიღებულ ჩვენებაში აღნიშნავს, დედამ, თეონა თამაზაშვილმა, რომელიც იყო ცუდად გამოიძახა სასწრაფო დახმარება. მისივე თქმით, შემდგომ ექიმები დაუკავშირდნენ სამართალდამცველებს.

“დედაჩემმა ვინაიდან იყო ცუდად ოთახის ტელეფონით გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლის ექიმებმაც აღმოუჩინეს პირველადი სასწრაფო დახმარება და შესთავაზეს საავადმყოფოში გადაყვანა. სასწრაფო ბრიგადის ექიმებმა კი გამოიძახეს პოლიცია, რომლებიც მოვიდნენ რამდენიმე წუთში, რა დროსაც დედაჩემმა პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა რომ სცემა მეუღლემ“, – წერია ჩვენებაში.

ასევე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წარსულში მსგავსი ქმედების გამო თამარის მამას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს შემაკავებელი და დამცავი ორდერებიც ჰქონდა გამოწერილი. მას სამი თვის განმავლობაში მეუღლესთან მიახლოება ეკრძალებოდა. საქმეში დევს ბაჩალიაშვილის დედის ჩვენებაც, რომელიც ქმარს ძალადობაში სდებდა ბრალს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....