aviabiletebi
ახალი ამბები

რას გულისხმობს ამერიკელი კონგრესმენის შესწორება, რომელიც უშუალოდ საქართველოს შეეხება

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულია რესპუბლიკელი კონგრესმენის, პიტ ოლსონის მიერ ინიცირებული შესწორება. ოლსონის შესწორებაში ვკითხულობთ:

“აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონგრესს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელშიც იქნება ანალიზი, დგამს თუ არა საქართველოს მთავრობა ეფექტიან ნაბიჯებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად; ასევე ეფექტიანად ახდენს საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაციას; პატივს სცემს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის, დამოუკიდებლობას საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების ჩარევისგან; ეფექტიანად ახდენს ისეთი პოლიტიკის იმპლემენტაციას, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას, მათ შორის, უპრობლემო წვდომას საჯარო ინფორმაციაზე; იცავს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების და მედიის უფლებებს და ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელსაც სახელმწიფო მდივანი საჭიროდ მიიჩნევს” – აღნიშნულია შესწორებაში.

სახელმწიფო მდივანს ამ ანგარიშის წარსადგენად ექნება 180 დღე კანონპროექტის მიღებიდან.

კონგრესის მოსაზრებით, აშშ-მა უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს მთავრობას დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაში, გზაზე საარჩევნო რეფორმისკენ, კორუფციასთან ბრძოლაში და მცდელობებში, უზრუნველყოს, რომ ქართული კერძო სექტორი იცავს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის, მიესალმება და იცავს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს; ასე განაგრძოს საქართველოს მთავრობასთან ახლო მუშაობა თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობაზე, მათ შორის, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაზე, პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, ომის(წარმოების) წესების დაცვაზე და თავდაცვითი ინსტიტუტების გაძლიერებაზე.

კანონპროექტზე 24 ივლისს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამაში პრობლემა არაა და საქართველოს ინტერესებშია. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კი აცხადებს, რომ „დისკუსიაა იმაზე, რამდენად ჩიხშია საქართველო“, რაც, „ოცნების“ ლიდერების განცხადებების მიუხედავად, პრობლემას წარმოადგენს.

ჩანაწერი საქართველოს შესახებ პალატის ასიგნაციების კომიტეტის კანონშიცაა, რომელიც უკვე დაამტკიცებულია. ახლა ის სენატში უნდა განიხილონ.

კანონპროექტის თანახმად, საქართველომ შეიძლება აშშ-ის დახმარების 15% ვერ მიიღოს, თუ სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს, რომ მთავრობა გარკვეული მიმართულებებით დგამს ნაბიჯებს.

იტვირთბა....