aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ბეირუთის პორტთან აფეთქება დაუდევრობამ გამოიწვია, საბაჟომ 2016-2017 წლებშიც მოითხოვა პორტში არსებული საშიში ნივთიერების გატანა – “როიტერი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლიბანში, ბეირუთის პორტთან ახლოს აფეთქება, გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, დაუდევრობამ გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაცია პორტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „როიტერს“ ანონიმურად მიაწოდა.

„წინასწარი გამოძიებით, ბეირუთის პორტში წლების განმავლობაში შენახული მაღალი ფეთქებადობის ნივთიერების აფეთქების მიზეზი უმოქმედობა და დაუდევრობა გახდა, რამაც 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა“, – წერს გამოცემა.

როგორც გამოცემა იუწყება, საწყობში ამონიუმის ნიტრატის მარაგის თაობაზე უამრავ კომიტეტსა და მოსამართლეს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. წყაროს თქმით, ხანძარი თავდაპირველად პორტის მეცხრე საწყობში დაიწყო და შემდეგ მოედო მეთორმეტე საწყობსაც, სადაც ამონიუმის ნიტრატის მარაგები ინახებოდა.

ლიბანის საბაჟოს გენერალური დირექტორის, ბადრი დაჰერის განცხადებით, საბაჟომ სასამართლოს ექვსი დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც ამ ნივთიერებების შენახვის საფრთხეებზე იყო საუბარი.

„ამ ნივთიერების პორტიდან ექსპორტი მოვითხოვეთ, თუმცა არაფერი შეიცვალა. მიზეზს ექსპერტები გაარკვევენ“ – განაცხადა საბაჟოს დირექტორმა, ბადრი დაჰერმა.

„როიტერის“ მიერ მოპოვებულ ორ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბაჟომ 2016 და 2017 წლებშიც მოითხოვა პორტში არსებული საშიში ნივთიერების გატანა, ერთ-ერთ დოკუმენტში კი ნახსენებია, რომ მსგავსი მოთხოვნა 2014 დ 2015 წლებშიც დაიწერა.

იტვირთბა....