“გავეცანი დაკითხვის ოქმებს. ამაზე დაწვრილებით ბატონი მიხეილი გააკეთებს კომენტარს. ყველა მხრივ მიმდინარეობს მუშაობა. კამერების ჩანაწერებს დრო უნდა, რომ ამოვიღოთ და ყველა კამერა გავშიფროთო. FBI-ის ჩართულობის თარიღს ზუსტად ვერ მეუბნებიან. ირაკლი შოთაძეს სავარაუდოდ შევხვდებით. დრონის კადრები არსებობს და ამ ეტაპზე, ვერ იქნა ნანახი. აქამდე ვაკუუმში ვიყავი.”
თეონა თამაზაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.