ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ძალოვანმა უწყებებმა FBI-ის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე მოთხოვნა უკვე გადაუგზავნეს” – რამიშვილი

“შევხვდით მინისტრის მოადგილეს, ბატონ ვლადიმერ ბორცვაძეს, ამ შეხვედრას ესწრებოდა მამუკა ჭელიძე. როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, უკვე შსს-ს მხრიდან ფედერალურ ბიუროში გაიგზავნა ინფორმაცია თანამშრომლობის შესახებ. ახლა უნდა გაირკვეს, კონკრეტულად რა ფორმით ითანამშრომლებს და რა ფორმით ჩაერთვება პროცესში FBI.”

მიხეილ რამიშვილი – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....