ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მეზობლებმა შეამჩნიეს, რომ კარადაში უცხო პირი იქექებოდა” – ბაჩალიაშვილის დედა

“მე ძალიან ცუდად ვიყავი, გამთიშეს ფაქტიურად მედიკამენტებით, იმიტომ, რომ გული მიმდიოდა. აქ ვინც იყვნენ მეზობლებმა შეამჩნიეს, რომ შემოსასვლელ კარადაში, სადაც სარკეებია და გადაფარებული იყო ზეწარი იქექებოდა იმ კარადაში. გაუკვირდათ, “რას აკეთებ აქ, ვინ ხარო” და უთხრა, რომ მეზობელი ვარო. ჩემმა ნათესავებმა უთხრეს, რომ ყველა მეზობელს ვიცნობთ და შენ არ გიცნობთო. მე აქ ვალაგებ რაღაცასო. არ ვიცი რას ეძებდა იქ. შეამჩნიეს იმ კარადასთან, მანამდე შეიძლება სხვა ადგილასაც ჰქონდა მოქმედებები.”

თეონა თასმაზაშვილი – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

“ფორმულა”

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....