დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგის ვინაობა ცნობილია.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, პროგრამისტის ფსიქოლოგი ქეთევან კობალაძე იყო.
როგორც “მეტრონომისთვის” გახდა ცნობილი, ქეთევან კობალაძე სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტში მუშაობდა.
რაც შეეხება ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოკითხვასთან დაკავშირებით, ფიქოლოგი აამბობს, რომ გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი.
“დოკუმენტურად არის დადასტურებული, ჩაწერილი, მე ხელი მოვაწერე ყველა პასუხზე, რაც გავეცი და როგორც გავეცი, ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი” – ამბობს ფსიქოლოგი.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.