გორის მერიის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის უფროსი შმაგი ხუბულური სოციალურ ქსელში, დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის, აშშ-ის საელჩოსთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“როგორც ჩანს, ნაცებმა სარალიძე 2 გამოაცხვეს…”
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შმაგი ხუბულური მერიაში მუშაობს, გორის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ქვათაძე ადასტურებს.
რაც შეეხება შმაგი ხუბულურს ის მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.