ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 12 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1197 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 12 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 974-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება  7066 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ-294.

იტვირთბა....