ახალი ამბები მთავარი

“ენმ ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას ცდილობს“ – ოხანაშვილი

“ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას ცდილობენ“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ეს ჩვენთვის არახალია. ეს არის დღის წესრიგი, რაც ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ გაკოტრებულ ჯგუფებს არაფერი აქვთ საზოგადოებასთან სალაპარაკო. ისინი იყენებენ ოჯახის ტრაგედიებს, ახდენენ მანიპულაციას, ახდენენ ფაქტების დამახინჯებას და ამით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები ცდილობენ საკუთარი პარტიული ტელევიზიებით საზოგადოების თვალში კითხვის ნიშნები დასვან გამოძიებასთან მიმართებაში“, – დასძინა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

იტვირთბა....