“ორი კაცია, რომლისთვისაც თეორიულად შეიძლება ზუგდიდში გავწეულიყავი და გვერდზე დავდგომოდი. ერთი არის, ვინც მე პოლიტიკაში კარი გამიღო, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ბუნებრივია ვერ იქნება, მეორე არის ნიკა მელია. ეს ორი ადამიანი იქნებოდა ლოგიკური თუ დასახელდებოდა, მაგრამ არც ერთი და არც მეორე ამ შემთხვევაში არ არის დასახელებული. ერთი ვერ დასახელდება, მეორე უკვე არის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი გლდანში და უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია.”
გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
შეგახსენებთ, ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა მაჟორიტარ კანდიდატად კენჭს ზუგდიდში იყრის.