ახალი ამბები მთავარი სამართალი

“უნდოდათ იმათთვის გადაებრალებინათ, მაგრამ ესეც არ გამოსდით” – ბაჩალიაშვილის დედა კომპანია ZAG-ზე

დაღუპული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მათ კომპანია ZAG-ის იურისტი შეხვდა.

როგორც თეონა თამაზაშვილმა აღნიშნა, კომპანიის წარმომადგენელმა ოჯახს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგამოძიებო უწყებამ საჭირო მასალის ამოსაღებად შიდასაკომუნიკაციო ტელეფონები წაიღო.

“დალუქულია საერთოდ და შეჩერებულია, შიდა საკომუნიკაციო ტელეფონებიც კი წაიღესო, რომ იქნებ რაიმე ხელჩასაჭიდი ქონოდათ, რომ იმათთვის გადაებრალებინათ, მაგრამ ესეც არ გამოსდით. თანამშრომლობენ ისინი ყველანაირად ჩემთან”, – ამბობს დაღუპულის დედა თეონა თამაზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....