სარატოვის ოქლის სასამართლომ 15 წლის ბიჭს, რომლის შესახებაც რუსული საინფორმაციო საშუალებები თვეების განმავლობაში საკმაოდ აქტიურად წერდნენ, ვერდიქტი გამოუტანა. მას მოსამართლემ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “დოჟდი” ავრცელებს.
სასამართლომ დაადგინა, რომ ე.წ. მოლოტოვის კოკტეილებითა და ნაჯახით შეიარაღებული 15 წლის ბიჭი სკოლის შენობაში შევარდა და ორი ადამიანი მოკლა. მათ შორის ერთ-ერთი 12 წლის ბავშვი, რომელსაც ჭრილობები ნაჯახით ჰქონდა მიყენებული.
თვითმხილველების ჩვენებით, არასრულწლოვანმა ე.წ. მოლოტოვის კოკტეილი სკოლის დერეფანში მასწავლებელს ესროლა, ხოლო მეორე საკლასო ოთახში შეაგდო.
სკოლაზე თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით მაინც ბურუსითაა მოცული, რადგან თავად მოზარდმა პროცესზე თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს, რადგან მისი მიზანი არავის მოკვლა არ ყოფილა და მას მხოლოდ კლასელების შეშინება უნდოდა.