ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მივიღე ინფორმაცია, იგეგმება ერთ ერთი ნარკორეალიზატორის აღიარებითი ჩვენება…” – კილაძე ბაჩალიაშვილის საქმეზე

სისტემამ დაიწყო ჭორების გავრცელება და გარდაცვლილი 23 წლის გოგონას დისკრედიტაცია.  დღეს ვინმე მოქალაქე ნინო ჭიღიტაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურმე 10 წლის ასაკში თამარ ბაჩალიაშილს ჰქონია სუიციდის მცდელობა. მოქალაქე არის რიმა ბერაძის ბიუროს თანამშრომელი ვოლსკის კლასტერიდან. ასევე, მივიღე ინფორმაცია, წყარო არის მაღალჩინოსანი, იგეგმება ერთ ერთი ნარკორეალიზატორის აღიარებითი ჩვენება, რომ მოარგონ იმ ვერსიებს, რაც მედიაში არსებობს, რომ ბაჩალიაშვილს ჩაუგდეს “ვოთსაპზე” ლოკაცია… მან ეს ლოკაცია ჩაუგდო ბაჩალიაშვილს იმ მიზნით, რომ ის მიდიოდა ნარკოტიკების შესაძენად

ელისო კილაძე – ჟურნალისტი

“მთავარი არხი”

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....