მთავარი ციტატა

“ორი კაცია, რომლისთვისაც შეიძლება ზუგდიდში გავწეულიყავი და გვერდზე დავდგომოდი”

“ორი კაცია, რომლისთვისაც თეორიულად შეიძლება ზუგდიდში გავწეულიყავი და გვერდზე დავდგომოდი. ერთი არის, ვინც მე პოლიტიკაში კარი გამიღო, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ბუნებრივია ვერ იქნება, მეორე არის ნიკა მელია. ეს ორი ადამიანი იქნებოდა ლოგიკური თუ დასახელდებოდა, მაგრამ არც ერთი და არც მეორე ამ შემთხვევაში არ არის დასახელებული. ერთი ვერ დასახელდება, მეორე უკვე არის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი გლდანში.”

გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს” ლიდერი

ამის შესახებ გიგი უგულავამ, გადაცემაში “სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა” განაცხადა. 

შეგახსენებთ, “ევროპულმა საქართველომ” საქართველოს რეგიონების 14 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიიდან ფოთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია, ხოლო ზუგდიდის ოლქში – გიგი უგულავა იქნება.

იტვირთბა....