რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილი წაიკითხა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ღამით წერილობითი ვერსია გადავეცით, ის გაეცნო და ჩვენ ასევე მსოფლიო ლიდერების სხვადასხვა რეაქციების შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ“, – განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, მან არ დააკონკრეტა, როგორი რეაქცია ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტს წერილზე.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის და მას შეხვედრას სთავაზობს. “უკრაინა ჩვენსა და თქვენს შორის ომის დასრულების წინადადებით გამოდის. შეხვედრას გთავაზობთ“, – აღნიშნულია წერილში.

