აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, რუსეთის ქმედებების გამო უკრაინულმა საზღვაო დრონმა კონტროლი დაკარგა და რუმინეთის სანაპიროსთან აღმოჩნდა

უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, რუმინეთის ქალაქ კონსტანცის პორტში თავდასხმა უკრაინული საზღვაო დრონით მოხდა, რომელთან სიგნალიც რუსეთმა ჩაახშო.

მათივე ცნობით, რუსეთის ქმედებების გამო დრონმა კონტროლი დაკარგა და რუმინეთის სანაპიროსთან აღმოჩნდა.

ამასთან, უკრაინის საზღვაო ძალებში აცხადებენ, რომ მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად რუმინეთთან კომუნიკაციში არიან.

„შავი ზღვის ოპერატიულ ზონაში ამოცანების შესრულებისას უკრაინის საზღვაო ძალების ერთ-ერთმა უპილოტო საზღვაო დრონმა, მტრის ელექტრონული ომის გავლენით, კონტროლი დაკარგა და რუმინეთის სანაპიროსთან აღმოჩნდა. უკრაინის საზღვაო ძალებმა რუმინეთის საზღვაო ძალებს მიაწოდა საჭირო ინფორმაცია მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს რუმინეთის ქალაქ კონსტანცის პორტში საზღვაო დრონი აფეთქდა, რის შემდეგაც პორტიდან სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა. ხელისუფლებამ „წითელი“ საგანგებო გეგმა აამოქმედა და მოსახლეობას ტერიტორიის დატოვება ურჩია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

იტვირთბა....