დოღი იყო „ქართული ოცნების“ კარზე, ვინ მიასწრებდა. გიგა ბოკერია და ვაშაძე მაგაში ბლოკავდნენ ერთმანეთს. ზოგადად, „ევრონაცებიც“ შეხმატკილებულად არიან ხელისუფლებასთან, – ამის შესახებ პარტია „ტრიბუნას“ დამფუძნებელმა დავით ჭიჭინაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მისი 4-წლიანი სადეპუტატო საქმიანობის შეფასება იქნება.
„მე ვამბობდი „ქართულმა ოცნებამ“ ორი კანდიდატი დამიყენა, ვაშაძე და კახიშვილი. ეს სააკაშვილისთვის დღეს გახდა ცნობილი? 2016 წელს რეალურად სად იყო ვაშაძე?
ან 2017 წელს როგორ ემიჯნებოდა, როგორ საუბრობდა? უბრალოდ, დოღი იყო „ქართული ოცნების“ კარზე, ვინ მიასწრებდა. გიგა ბოკერია და ვაშაძე მაგაში ბლოკავდნენ ერთმანეთს. ზოგადად, „ევრონაცებიც“ შეხმატკილებულად არიან ხელისუფლებასთან, რაც ყველგან ჩანს. როდესაც მათ ქმედებებს ვაკვირდებით, მაქსიმალურად ყველგან ცდილობენ მოლაპარაკებებში ეს 20 მანდატი, რომელიც პარლამენტში აქვთ, გამოიყენონ. თუნდაც მათ მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისიების მუშაობა გავიხსენოთ, ყველა უშედეგოდ დამთავრდა. მეორე – როდესაც პრემიერ-მინისტრი მოდის, ის ლაზღანდარობა, მაამებელი განცხადებებით და სიცილ-კისკისით ატარებენ მოსმენებს, როდესაც გახარიას აძლევენ იმიჯს, რომ თითქოს ძლევამოსილია. პოლიტიკაში ბევრი რამ გვაქვს ნანახი, ერთმანეთის ლანძღვაც და მერე ერთად გვინახავს ყველა. თუნდაც, ნათელაშვილის კარავში თუ ფანჩატურში შეკრება. არადა, ადრე ერთმანეთს ლანძღავდნენ და მერე ერთმანეთთან ისხდნენ,” – განაცხადა ჭიჭინაძემ.