გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გამოძიებას სთხოვს, უშუამდგომლოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ იპოვონ სამი სპეციალისტი (ნეიროქირურგი, ნევროლოგი და კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი), ვინც 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენას შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღემდე უცნობია, ჰქონდა თუ არა დაღუპულს ფუძის მოტეხილობა, რა დროს გარდაიცვალა იგი და როგორ შეიძლება აიხსნას მის ცხედარზე აღმოჩენილი გვამური ლაქები. ადვოკატების განცხაბით, ექსპერტიზას დასკვნების გაკეთება ნებისმიერ შემთხვევაში გაუჭირდება, რადგან მომხდარიდან ორი თვის შემდეგ მსგავსი პროცედურები უკვე დაგვიანებულია.
“ჩემთვის გასაკვირია ეს, რომ დღეს მსჯელობს ექსპერტიზა ტექნიკური შეუძლებლობებზე და ეს არ არის ასახული პირველად სახელმწიფო სამედიცინო დასკვნაში” – განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.
ცნობისათვის, 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს.