საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მესტიის სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდის ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მას ახლობლები. მაშველები და სოფლის მოსახლეობა მე-17 დღეა უშედეგოდ ეძებენ. მათივე ცნობით, სამაშველო ღონისძიებებში, მოზარდის გაუჩინარების მეორე დღიდან დღემდე, 80 მაშველია ჩართული. უწყების განცხადებით, სამძებრო სამუშაოები ენგურჰესის კაშხალის აუზშიც მიმდინარეობს.
ცნობისათვის, მოზარდი სახლიდან ველოსიპედით 18 ივლისს დილის საათებში გავიდა და მას შემდეგ ის არავის უნახავს.
შსს-მ ილია ფილფანის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.