“როგორც ვიცი, ჟვანიასაც აქვს დაზიანება მიღებული, მაგრამ თვითონ მიიყენა, თუ სხვა პირმა მიაყენა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, ლევანს არავისთვის არ მიუყენებია ჭრილობა. ამ მომენტისთვის ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, მძიმე ოპერაცია გადაიტანა, თუმცა მისი გამოკითხვა ჯერ არ იგეგმება, რადგან ამ მომენტისთვის შეუძლებელია ფიზიკურად რაიმე საგამოძიებო მოქმედება ჩატარდეს, მათ შორის გამოკითხვა. ჩემი ინფორმაციით, ჟვანიაც არ გამოკითხულა. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა დადგინდეს მოტივი, მიზანი რაც შეიძლება ამ ინციდენტის მიზეზი ყოფილიყო. ძალიან ბევრი ვერსია გავრცელდა მოტივთან დაკავშირებით, მაგრამ ამას ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ აქვს, სანამ თავად დაზარალებული არ გამოიკითხება და არ გამოიკითხებიან სხვა პირები, რომლებიც იქ იყვნენ.”
გიორგი ანთაძე – თოფაძეების ოჯახის ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს, ვაკეში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.