ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

ახალგაზრდა მამაკაცის განცხადებით, მას ზურგჩანთაში ბობმი აქვს – იგი კიევის ცენტრში, ბანკის აფეთქებით იმუქრება

მამაკაცი კიევის ცენტრში, ბიზნეც-ცენტრ “ლეონარდო”-ში მდებარე ბანკის აფეთქებით იმუქრება. მასთან  პოლიცია მოლაპარაკებებს აწარმოებს.

შენობაში შესულმა დაახლოებით 35 წლის მამაკაცმა განაცხადა, რომ მას ზურგჩანთაში ბომბი ჰქონდა და პოლიციის გამოძახება ითხოვა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სპეცოპერაცია უკრაინის დედაქალაქში.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით,  მამაკაცი პირდაპირ ეთერში განცხადების გაკეთების უფლებას ითხოვს.

ბანკის თანამშრომლები შენობიდან გაიყვანეს, ხელმძღვანელი კი, საკუთარი გადაწყვეტილებით, ადგილზე იმყოფება. გადაკეტილია ბიზნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორია.

იტვირთბა....