aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ეზუგბაიას თქმით, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ერთის წყარო უცნობია

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ერთი წყარო უცნობია.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებტან განაცხადა, ერთი შემთხვევა უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეორე პაციენტის ეპიდკვლევ და კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

“2 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ხოლო მეორის ეპიდკვლევა გრძელდება კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით. ჩვენი ცენტრის მონაცემებით, გუშინ გვყავდა 40 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი, რომელმაც დატოვა ჩვენი ცენტრი და დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობს 37 დადასტურებული შემთხვევა,”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ტქმით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 241 დადასტურებული კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1179 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 959-ს შეადგენს.

 

იტვირთბა....