“რამდენი დღე იყო თამარ ბაჩალიაშვილი დაკარგული? ჩემი წყარო ამბობს რომ ტელეფონი ჰქონდა ჯიბეში და გვამი იმდენად იყო უკვე დაზიანებული,ტელეფონი სრულიად გამოვიდა წყობიდან(დამპალი იყოო)ვიწყებთ ხელახლა,ახალ საქმეს და პარალელურად,ვიმუშავებ შაქარაშვილის მკვლელობის გამოძიების დასრულებაზე ! ხვალ დავდებ ვიდეოს,ცუდი ხარისხია მაგრამ ხმების გარჩევა შეიძლება,რომელი ინფორმაციაც პირველი შემომიგდეს ! პოლიციას ვთხოვ დამრეკავი პირის და ტელეფონის ნომრის იდენტიფიკაციას !”
ელისო კილაძე – ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.