ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“ახსნას ვერ ვპოულობთ, რატომ არ გაუხსნა საქართველომ საბერძნეთს საზღვარი” – საბერძნეთის ელჩი საქართველოში

საბერძნეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისის განცხადებით, საქართველოდან საბერძნეთში გაფრენის მსურველი გაცილებით მეტია, ვიდრე პირიქით. ამის შესახებ მან “რუსთავი 2-” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საბერძნეთი არა მხოლოდ ე.წ მწვანე ზონას წარმოადგენს ევროკავშირისთვის, არამედ მისი სტატისტიკა 5-ჯერ უკეთესია. მისთვის გაუგებარია, რატომ არ გაუხსნა საქართველომ საბერძნეთს საზღვარი.

„ეს გადაწყვეტილება არ გვესმის, ახსნას ვერ ვპოულობთ და ვერც ქართული მხარიდან მოვისმინეთ განმარტება. საბერძნეთმა, ე.წ შავ სიაში შემავალ სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ბრიუსელში ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეეყვანათ, თუმცა თავდაპირველად ასეთი მოცემულობა არც კი იყო.

საბოლოოდ ევროკავშირმა საქართველოს საკუთარი საზღვრები გაუხსნა. იმავე დღეს ხელისუფლებას ვაცნობეთ, რომ შეგვეძლო, საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში უპირობოდ მიგვეღო, მათგან შესაბამის პასუხს ველოდით, რაც ვერ მივიღეთ.

საბერძნეთი არა მხოლოდ ე.წ მწვანე ზონას წარმოადგენს ევროკავშირისთვის, არამედ მისი სტატისტიკა 5-ჯერ უკეთესია, ვიდრე გერმანიისა და საფრანგეთის, სადაც რეგულარული ფრენები დასაშვები გახდა.

რატომაა პრობლემა, რომ გვქონდეს თვეში თუნდაც 4 ფრენა, რომ წამოვიყვანოთ საქართველოში მყოფი ადამიანები საკუთარ ოჯახებში და სამუშაოზე, თვითმფრინავში დაახლოებით 150-160 ადამიანი თუ დაეტევა? ამავე დროს, ცნობილია, რომ საბერძნეთში ევროპაში ყველაზე მსხვილი ქართული დიასპორა გვყავს, ბევრი მოქალაქე გვყავს სამუშაოს უფლებით. მარტის შემდგომ ისინი საქართველოში ჩარჩნენ” – განაცხადა საბერძნეთის ელჩი საქართველოში.

 

იტვირთბა....