“ეს არ არის ჟურნალისტური გამოძიება. ეს არის პიარ-მანქანა, რომელიც ამუშავდა არჩევნების წინ. ჯერ არაფერი იყო გაკეთებული, გამოძიება ახალი დაწყებული იყო და ამ დროს, წარმოიდგინეთ, წინასწარ უკვე გაფუჭებულიაო გამოძიება. ეს ხომ წინასწარ, სქემით მიდიოდა ყველაფერი, ეს ხომ დაგეგმილი იყო, რომ რაც არ უნდა გაეკეთებინა გამოძიებას, მაინც დამნაშავე იქნებოდა სახელმწიფო.”
მაია ნიკოლეიშვილი – დამოუკიდებელი ექსპერტი.
ამის შესახებ მან „იმედის კვირასთან“ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.