aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ამოღებულია “მერსედესის” მარკის ავტომანქანა: ამ მანქანით ნაძალადეველები დაპირისპირების ადგილზე მეორე დღესაც დაბრუნდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, 109-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოკითხა ნაძალადეველებისა და საბურთალოელების მეგობრები, – ისინი, ვინც 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებაზე გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ. ამის შესახებ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს. მათივე ცნობით,  გამოძიებას უკვე ამოღებული აქვს მანქანა, სავარაუდოდ “მერსედესის” მარკის და მას ექსპერტიზა უტარდება.

როგორც ცნობილი ხდება, ამ მანქანით ნაძალადეველები დაპირისპირების ადგილზე – არაგვის ხიდზე მეორე დღესაც დაბრუნდნენ. თუმცა, კონკრეტულად ვინ იყვნენ ავტომობილში უცნობია. “კურიერის” ინფორმაციით, მათ შორის არიან მგზავრები “ტოიოტა ქამრიდან” და “მერსედესიდან”. რატომ დაბრუნდნენ ისინი ადგილზე, უცნობია.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....