კალიფორნიაში, ტყეში გაჩენილი ხანძრების გამო, რვა ათასამდე ადამიანის ევაკუაცია გახადა საჭირო.
ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 300-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული.
კალიფორნიის ხანძარი დასახლებულ პუნქტებსაც უქმნის საფრთხეს, რის გამოც დამატებით 2 586 სახლიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდება.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ხანძარი 4,8 ჰექტრის ფართობის ტერიტორიაზეა გავრცელებული.