“თვითონ ჯერ არ ვიცი, არ მინახავს დილის 5 საათის შემდეგ. მძიმე მდგომარეობაშია. ჩემმა შვილიშვილმა და მისმა სამმა მეგობარმა იქეიფეს, იყვნენ სადღაც რესტორანში. მოვიდნენ სახლში საკმამოდ გვიან, შაბათი დღე იყო. დასხდნენ, ყავას სვამდნენ მეოთხე სართულზე…”
გოგი თოფაძე, პარლამენტის ყოფილი წევრი
TV პირველი, “დღის ამბები”
შეგახსენებთ, თბილისში დაპირისპირებისა და გარჩევის დროს გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს – არსებული ცნობით, ლევან თოფაძის გარდა, დაჭრილია კიდევ ერთი პირი . ორივე მათგანი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება და მათი მდგომარეობა მძიმეა.
“ჯერ კიდევ არ ვიცით გადარჩება თუ არა, 4 დანა დაარტყა. ახლა ვართ საავადმყოფოში და შეიძლება კიდევ ერთი, მეორე ოპერაცია დასჭირდეს. ის კაცი ნასვამი იყო, არ ვიცი, ვიღაც მოსწონდა თუ ვიღაც სხვა ქალი ჰყავდა, მე არ ვიცი. არც ვიცნობ იმას, მაგრამ ვიცი, რომ ადრეც არაერთი კაცი დაუჭრია და პოლიციელმაც ყველამ იცის, რომ ასეთი უბედურებების გამკეთებელია”, – აცხადებს გოგი თოფაძე.